მარნეულსა და ბოლნისში შემოწმებული 20 000 ადამიანიდან მომატებული ტემპერატურა 25-ს უფიქსირდება

მარნეულსა და ბოლნისში, სადაც კარანტინი მოქმედებს, მოხალისეთა ჯგუფების მიერ უკვე 20 000 ადამიანია შემოწმებული. მათგან დაბალი ტემპერატურა 25 ადამიანს აღენიშნება. ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა , შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული 25 პირიდან ორი არის საყურადღებო, რადგან მათ, სიცხესთან ერთად, სხვა სიმპტომებიც აქვთ. აღნიშნულ ორი ადამიანს მარნეულში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში გადაიყვანენ, სადაც მათ კვლევებს ჩაუტარებენ და დააკვირდებიან.

ასევე ცნობილი ხდება, რომ სატრანზიტო სატვირთო ავტომობილის ორი მძღოლი, რომლებსაც ტემპერატურა აღენშშნებათ, საიზოლაციო ზონაში გადავლენ. მათ უკვე აუღეს ანალიზი და  პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.