მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

ყველა იმ იმპორტიორ კომპანიისთვის, რომელიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით საქართველოში 9 ძირითადი პროდუქტის იმპორტს განახორციელებს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირება მოხდება.

ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე ფასის ზრდის რისკის დაზღვევის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“ შეიმუშავა.

„ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე ფასის ზრდის რისკის დაზღვევის მიზნით, შევიმუშავეთ „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“. ყველა იმ იმპორტიორ კომპანიისთვის, რომელიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით განახორციელებს 9 ძირითადი პროდუქტის საქართველოში იმპორტს, ჩვენი უწყების, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ მოხდება სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირება. ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა ბიზნესისთვის. ამ მხარდაჭერის პარალელურად, გადამწყვეტი იქნება ბიზნესექტორის სოციალური პასუხისმგებლობა,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“, სსიპ „შემოსავლების სამსახურთან“ ერთად განახორციელებს.