რა პროექტები განხორციელდება რუსთავში რეგფონდის დაფინანსებით?!

რეგიონული განვითარების ფონდისთვის წარსადგენ 2020 წელს დასაფიანანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ,რუსთავში სავარაუდოდ,კიდევ სამი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. 

კერძოდ, იგეგმება ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია, სამ ლოკაციაზე ტროტუარების მოწყობა და ასევე ჯავახიშვილისა და მშვიდობის ქუჩაზე საწარმოო ტერიტორიაზე არსებული გზის  სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

აღსანიშნავია, რომ პროექტები რუსთავის საკრებულომ უკვე განიხილა და მოიწონა.