საქართველოში კორონავირუსი ორსულს დაუდასტურდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში ბოლნისიდან ორსული ქალი შეიყვანეს, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის. ის 22 კვირის ორსულია. მას ჩივილები არ აქვს და დაბალი ტემპერატურა აღენიშნება.

ცნობისთვის, ეს საქართველოში კორონავირუსით ორსულის დაინფიცირების პირველი შემთხვევაა.