საწარმო “ჯეოსთილმა” თანამშრომლების ნაწილი უხელფასო შვებულებაში გაუშვა

საწარმო “ჯეოსთილმა” 40-მდე თანამშრომელი, გაურკვეველი დროით ,უხელფასო შვებულებაში გაუშვა.

საწარმოში დასაქმებულების განცხდებით, საწარმომ თავდაპირველად მათ იმ განცხადებაზე ხელის მოწერა აიძულა,რომლის თანახმადაც ისინი 11 ივნისიდან სამსახურიდან გათავისუფლდებონენ და სამი თვის განმავლობაში, ხელფასის მხოლოდ 50% მიიღებდნენ.

იმის გათვალისწინებით,რომ აღნიშნულ წინადადებას დასაქმებულების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, საწარმომ  ახალი გადაწყვეტილება მიიღო, და თანამშრომლები გაურკვეველი ვადით, უხელფასო შვებულებაში გაუშვა. 

გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით tv4-თან კომენტარი გააკეთა “ჯეოსტილის” დამოუკიდებელი პროფკავშირების თავმჯდომარემ. პეტრე მარუაშვილის განცხადებით,  საწარმო მუშაობას ნახევარ განაკვეთზე გააგრძელებს,რის გამოც, თანამშრომლების დროებით გათავისუფლების, ანუ გაუკრვეველი ვადით მათი უხელფასო შვებულებაში გაშვების გადაწყვეტილება მიიღეს. 

“ჯეოსტილის” თანამშრომლები გადაწყვეტილებას ნეგატიურად შეხვდნენ და შემდეგი ნაბიჯების შესახებ უახლოეს დღოში მოითათბირებენ.