საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 416-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 416-მდე გაიზარდა. მათგან 107 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა.

საიტის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5 160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 პირი იმყოფება.

გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.