საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 214-ს შეადგენს. მათგან 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 – გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353 პირი.