ამანათების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტმა დროებითი განთავსების ცენტრში ამანათების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა.
 
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა დროებითი განთავსების ცენტრში ამანათების მიღებაზე COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო დაწესებული შეზღუდვა დღეიდან მოხსნა.
 
შესაბამისად, მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი პირები, კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ამანათების მიღებას კვლავ შეუფერხებლად შეძლებენ”,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
საკონტაქტო ინფორმაცია: 241 96 07; 241 96 34;