ბოლნისში კორონავირუსზე 122 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან

 ხვალიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, საზოგადოებირვი ჯანდაცვის ცენტრთან ერთად “პი -სი-არ” ტექნოლოგიით მოსახლეობას გამოიკვლევენ.

როგორც tv4-ს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ამ დროისთვის  122 ადამიანი ტესტის შედეგებს ელოდებიან. ადგილობრივმა სპეციალისტებმა საკვლევი მასალები ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და პასუხები სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.

122 საკვლევი ნიმუშიდან  111 ეპიდემიოლოგებმა ქვემო ბოლნისში აიღეს. სწორედ დღევანდელი პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი, დაიწყება თუ არა ეპიდემიოლოგიური კვლევები ქვემო ბოლნისში,სადაც კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გუშინ დადასტურდა.

ჯამში ბოლნისში კორონავირუსისგან 76 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო  163 ადამიანი დაინფიცირდა.