ირაკლი ტაბაღუა – კოვიდინფიცირებული სტუდენტის კონტაქტების გამოკვლევა მიმდინარეობს

უკვე გამოვლენილია კოვიდინფიცირებული სტუდენტის 6 მჭიდრო კონტაქტი. ესენი არიან ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრები და ამ დროისთვის დანარჩენი კონტაქტების ძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა. 

რუსთავის მერის განცხადებით, კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ახალგაზრდა მამაკაცთან  კონტაქტში მყოფ პირებს ტესტებს რუსთავის ცხელების ცენტრის სპეციალისტები ჩაუტარებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. 

ამ დრომდე უცნობია ახალგაზრდა მამაკაცის დაინფიცირების წყარო.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დღეს დილის საათებში დაუდასტურდა.  როგორც ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ TV4-ს განუცხადა,  ახალგაზრდა   ცხელების ცენტრში მსუბუქი სისუსტისა და ტემპერატურის სიმპტომებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა გადაიყვანა. 

რუსთავში კორონავირუსის მე-9 შემთხვევა დაფიქსირდა

📢რუსთავში კორონავირუსის მე-9 შემთხვევა დაფიქსირდა📢ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის დაინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია📢რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა მედიასთან კომენტარს აკეთებს📢ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3d9mety

Geplaatst door TV4.ge op Zaterdag 2 mei 2020