როგორ მოხდება მოსწავლეების შეფასება 2019-2020 სასწავლო წლებისთვის-ახალი მოდელი

განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ,განათლების მინისტრმა, მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმებზე ისაუბრა და განმარტა,თუ როგორ მოხდება მოსწავლეების შეფასება 2019-2020 სასწავლო წლებისთვის.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლები შეფასებასთან დაკავშირებით ,გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებენ, ხოლო სამინისტრო მათ ალტერნატიულ გზებს შესთავაზებს .კერძოდ,ახალი მოდელით ,მოსწავლეთა შეფასება და წლიური ქულის განსაზღვრა გულისხმობს თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურ მიდგომას, ამავე დროს აკადემიური სტანდარტის შენარჩუნებასა და დაცვას.

“იმისთვის,რომ წავახალისოთ სკოლების ავტონომია, მათი დამოუკიდებლობის ხარისხი აკადემიური მიმართებით, შევთავაზებთ ალტერნატიულ გზებს, მივმართავთ, რომ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება, რაც დაფუძნებული იქნება სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, უფრო კონკრეტულად წლიურ ქულად განისაზღვრება, მოსწავლის მიერ პირველ სემესტრში მიღებული ქულა, მეორე გახლავთ, მოსწავლის 2019-2020 -ის წლიურ ქულად, განისაზღვრება პირველი სემესტრის ქულის,მეორე სემესტრის ექვსი კვირის განმალობაში გავლილი პროგრამის  და დისტანციურ სწავლებაში ცოდნის შეფასების საფუძველზე. ბევრმა სკოლამ დააფიქსირდა ,რომ დისტანციური გაკვეთილებით მიღებული განათლება შეფასდეს, ამ ქულების შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული იქნება წლიური ქულა,თუ სკოლები ამ მიმართლებას აირჩევენ.”-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა  

მინისტრმა სხვადსახვა საფეხურზე შეფასებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. დამატებითი კომენტარები გაკეთდა ასევე ,  თუ როგორ შეძლებს ,მოსწავლე ქულის ამაღლებას სურვილის შემთხვევაში. 

ცალკე უნდა აღვნიშნოთ მეხუთე კლასელთა სიტუაცია, განმსაზღვრელი შეფასება იწყებოდა მეორე სემესტრიდან, შესაბამისად , მათთვის მეორე სემესტრის ექვსი კვირის და დისტანციური სწავლების შესაბამისად მოხდება შეფასება. “-განაცხადა მინისტრმა

რაც შეეხება ქულის ამაღლების საკითხს, განისაზღვრა ვადები, რა დროშიც, შესაძლებელია მოსწავლემ ან მისმა კანონიერმა წარმოამდგენელმა ,სკოლის ადმინსიტრაციას ქულის ამაღლების მიზნით მიმართოს. 

“რაც შეეხება ქულის ამაღლების საშუალებას,2020 წლის 21 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით პერიოდში, მეთორმეტე კლასელებს,რომლემბსაც არ აკმაყოფილებთ მიღებული ქულა, მოსწავლე ან მათი კანონიერი წარმომადგენელი, აფიქსირებს ,რომ მათ სურთ აიმაღლონ ნიშანი.სკოლის ადმინისატრაციისგან,  19 ივნისამდე მოსწავლეს ეძლევა კომლექსური დავალება ,რომლის საფუძველზეც მოხდება შეფასება.

ეს არის დავალება,რომელიც მოითხოვს შემოქმედებით აზროვნებას, აზროვნებაზე იქნება ორიენტირებული,სადაც მოხდება ინფორმაციის შეჯამება, თითოეულ მოსწავლეს ექნება დრო ,რომ ამ კომლექსურ დავალებაზე დეტალურად იმუშაოს,რომელიც შემდეგ შეფასდება.

მეცხრე კლასის მოსწავლეებს, მათაც ანალოგიური სისტემით შევაფასებთ ,განსხვავება არის თარიღებში, იმ მეცხრე კლასის მოსწავლებ,სრომელსაც არ აკკმაყოფილებთ ნიშანი ,აქაც 16 ივნისიდან 19 -მდე მოსწავლე აფიქსირებს სურვილს , სკოლის ადმინსიტრაცია, 30 ივნისის ჩათვლით  მისცემს დავალებას,  რომლის საფუძველზეც მოხდება მსოწავლის შეფასება.

რაც შეეხება სხვა მოსწავლებს,რომლესაც სურთ ,რომ აიმაღლონ ქულა 16 -დან 30 ივნისამდე, მიმართავენ სკოლას.განსხვავება მდგომარეობს იმაში,რომ ნიშნის გამოსწორებას 2020-2021 წლის პირველ სასწავლო სემესტრში შეძლებენ,სექტემბერში როცა განახლდება , მათ მთელი სემესტრი ექნებათ, რომ აუჩქარებლად კონცენტრაციით იმუშაონ კოკრეტულ დავალებაზე. ‘-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო დისტანციურ სწავლებას განიხილავს, როგორც სწავლების შეუფერხებლად გაგრძელების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, სამინისტროს მიერ შემუშავებული შეფასების ახალი მოდელი, პანდემიის პირობებში არსებულ რეალობასთან სრულ შესაბამისობაშია.