როგორ უნდა მუშაობდეს ე.წ. დილივერის სერვისი პანდემიის პირობებში ?!

ჯანდაცვის სამინისტრომ კურიერის სერვისში დამსაქმებელთა და დასაქმებულთათვის აუცილებელ რეკომენდაციათა ნუსხა გამოაქვეყნა. რეკომენდაციებს შორის არის კურიერის გადაადგილების მარშრუტის აღრიცხვა.

დამსაქმებლის ვალდებულებები

  • 20 და მეტი დასაქმებულის შემთვევაში, სამუშაოს დაწყების წინ უნდა გააკონტროლოს დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით;
  • შეიმუშაოს იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და პროცედურები, რომელთაც აღენიშნებათ ვირუსული ინფექციის ნიშნები ან/და სიმპტომები;
  •  ყოველდღიურად აღრიცხოს კურიერის გადაადგილების მარშუტი, მომხმარებლის შესახებ ინფორმაციისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით;
  • შეკვეთის განხორციელებამდე, შესაძლებლობის ფარგლებში, მიიღოს ინფორმაცია (თვითიზოლაცია,რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები) იმ მომხმარებლის შესახებ, რომლის მომსახურება უნდა განხორციელდეს და აღნიშნულის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია კურიერს;
  •  უზრუნველყოს კურიერები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანი, ნიღაბი სახის ფარი/ შესაბამისი სათვალე);
  • მიაწოდოს ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • უზრუნველყოს დასაქმებულები სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალებებით;

კომპანიები, რომლებიც ახდენენ მომხმარებლისთვის ე.წ. მიტანის სერვისით მიწოდებას, ვალდებულია უზრუნველყონ შემდეგი პირობების დაცვა:

  • პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს მიწოდების სერვისს, აღჭურვილი უნდა იყოს ნიღბითა და ხელთათმანით;
  • სურსათის მიწოდების შემთხვევაში, სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად გადასატან ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა მოხდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
  • სურსათის ტრანსპორტირებისას დაცულ უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული რეჟიმი;
  •  პროდუქტის/ნებისმიერი ნივთის მიწოდებისას არსებულ შეფუთვას გარედან უნდა დაემატოს მეორე შეფუთვა, რომლის მოხსნაც მოხდება მიმღების მიერ;
  • შეკვეთის მიღებისას მოსთხოვოს მომხმარებელს, სერვისით სარგებლობისთვის სახლის კარებთან განათავსოს სპეციალური სადგამი პროდუქტის დასადებად, უკონტაქტო გადაცემისათვის.
  • უზრუნველყოს გარკვეული პერიოდულობით სატრანსპორტო საშუალებების სანიტარული დამუშავება;
  • უზრუნველყოს ნაღდი ფულის გამოყენების შემცირების გზები

დასაქმებულთა ვალდებულებები

  • დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო სივრცეში;
  • სამუშაოს შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;
  • სამუშაოს დაწყებამდე და მიმდინარეობისას გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები სამუშაო ადგილებისა და ხელსაწყოების დასუფთავებისთვის;
  • გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანასა და გაშრობას;
  •  მომხმარებელთან ურთიერთობისას საკვების გადაცემის დროს დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ);
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;
  • წინასწარ მოსთხოვეთ შემკვეთს, სახლის კარებთან განათავსოს სპეციალური სადგამი პროდუქტის დასადებად, უკონტაქტო გადაცემისათვის.