რუსთავის ცხელების ცენტრში კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა

რუსთავის ცხელების ცენტრში ბოლნისიდან გადმოყვანილი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

როგორც ცხელების ცენტრში ქრონიკას განუცხადეს, პაციენტის პირველმა ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა, დღეს განმეორებითი ტესტის პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან უკვე მოვიდა და მეორადად ჩატარებულმა ტესტმა კვლავ  უარყოფითი პასუხი აჩვენა.

24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ორჯერ ჩატარებული ტესტის შედეგად, უარყოფითი პასუხი დადასტურდა, რაც პროტოკოლის თანახმად, პაციენტის გამოჯანმრთელებას ნიშნავს. 

აღსანიშნავაი, რომ გუშინ კოვიდ-19-ზე ტესტი გუშინ კიდევ 5 პაციენტს ჩაუტარდა. მათგან 1 დადებითი აღმოჩნდა. მედიკოსების ცნობით, პაციენტი  დედაქალაქში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს სამკურნალოდ.