რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებში ღია ფანჯრებით გადაადგილება სავალდებულო იქნება

 რუსთავი-თბილისის მიმართლებით მოძრავმა კომპანია “ინტერტრანსის” მიკროავტობუსებმა მუშაობა განაახლეს. 

 

როგორც tv4-ს კომპანიიდან აცნობეს,  მგზავრებს საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით მოემსახურებიან.

კერძოდ, კომპანიის ცნობით, აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე,რასაც ” ინტერტრანსის” უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები გაკონტროლებენ.

“ასევე, სავალდებულოა, სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, კომპანია ინტერტრანსი სამარშრუტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს დეზინფექციას ჩაუტარებს.”-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.