საქართველოში კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 485-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანრმთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 721 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 485 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3519 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351 პირი.