საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 10 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე  განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 723 დადასტურებული შემთხვევაა.

ქვეყანაში კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათმა რაოდენობამ 495 შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3614 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 316.