საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 14 ადამიანი განიკურნა

გამოჯანმრთერლებულთა რიცხვს კიდევ 14 ადამიანი დაემატა და ახლა გვყავს 509 გამოჯანმრთელებული.ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. 

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ19-ით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ჯამში ვირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა.

“5 ახალი შემთხვევა დაგვემატა, 14 კი – გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 207 პაციეტი მკურნალობს, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 290-ით მეტია”,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა კომენტარი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ სამედიცინო ცენტრში 3 მძიმე პაციენტი რჩება, თუმცა კრიტიკულ მდგომარეობაში არც ერთი მათგანი არ არის.

” ჩვენთან 1 გამოჯანმრთელდა და ახლა 34 პაციენტი გვყავს, გუშინდელი 4 შესაძლო შემთხვევიდან არც ერთი არ დადასტურებულა. ამ ეტაპზე ერთი შესაძლო შემთხვევა გვყავს და მისი კვლევა ახლა მიმდინარეობს. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, გვყავს კვლავ სამი მძიმე პაციენტი, კრიტიკული უკვე არც ერთი არ არის, მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ ჯერჯერობით, მაინც პროგნოზულად მძიმედ რჩებიან არსებული მძიმე პნევმონიისა და გარკვეული სინდრომალური მდგომაროების გათვალისწინებით, თუმცა ამ ეტაპზე ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი არ გვყავს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.