2019-2020 სასწავლო წლები აკადემიურად არ გამოცხადდება-როდის დამთავრდება სემესტრი?!

საქართველოში აკადემიური წლად 2019-2020 სასწავლო წლები არ გამოცხადდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ ჩატარდა, ჩვეულებრივად ნორმალურ რეჟიმში.

„მეთორმეტე კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს და პირველ კლასელები 27 მაისს. დანარჩენი მოსწავლეები 15 ივნისს. ამასთან ერთად, მინდა გითხრათ, რომ ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათ თარიღი გამოცხადება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.