ბოლო 24 საათში ქვემო ქართლში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

 ბოლო  24:00 საათში ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსის  ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეპიდემიოლოგიური ვითარება მხარის შვიდივე მუნიციპალიტეტში უცვლელია.

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსიდან”  ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი სამი პაციენტის ტესტის პასუხი  კორონავირუსზე უარყოფითია.

 საკვლევი მასალების შესწავლის შემდეგ “კოვიდ- 19” არ დაუდასტურდა ასევე, ბოლნისის ცხელების ცენტრის რვა პაციენტს.

ბოლნისში ვირუსული ინფექციისგან განიკურნა კიდევ 6 ადამიანი , ჯამში მუნიციპალიტეტში კორონავირუსისგან 89 ადამიანია გამოჯანმრთელბული.

ეპიდემიოლოგიური ვითარება უცვლელია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიც, სადაც დადებითი დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, თეთრიწყაროს რაიონული ცენტრის გახსნა 5 ივნისს იგეგმება.