დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება

კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე  ცნობილი გახდა, რომ 15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი იხსნება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს 7 მაისის სხდომაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა. 

„15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები. ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორის შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან“ , – განმარტა  გიორგი გახარიამ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული სასტუმროები და განთავსების ობიექტები სპეციალური რეკომენდაციების დაცვით გაიხსნა.  სასტუმრეობმა კი მუშაობის უფლება ჯჰანდაცვის სამინისტროს  შესაბამის ნებართვის საფუძღველზე განაალეს.