„ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში,ქვემო ქართლში ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობის და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ქვემო ქართლში ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა.ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათვე ცნობით,  საწარმოში 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600 000 ლარი გრანტია, ხოლო 1 500 000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.

სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  საწარმოში მუდმივად დასაქმდა15 პირი.კომპანია პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.

ამასთან, „ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში, დაფინანსდა 212 ახალი და 985 არსებული საწარმო.

 აღსანიშნავია, რომ შემუშავდა ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ , რომელი სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისთვის ახალ შესაძლებლობებს და ხელმისაწვდომ ფინანსურ რესურსს აჩენს.