მარნეულის მუნიციპალიტეტში გამოკვლეულ 17 პირს “კოვიდ-19” არ დაუდასტურდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ვითარება უცვლელია.
 
როგორც მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში Tv4–ს განუცხადეს, გუშინ მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში არც ერთი ადამიანის საკვლევი ნიმუში არ გადაგზავნილა და შესაბამისად, “კოვიდ19”-ზე ბოლო 24 საათში მარნეულის მუნიციპალიტეტში არავინ გამოუკვლევიათ.
 
ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოში გამოკვეულ 17 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ტესტირება სოფელში 22 ივნისს ჩატარდა. 


 
შეგახსენებთ, მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სულ 38 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას 5 პაციენტი განაგრძნობს, დანარჩენი კი გამოჯანმრთლდა.