მერაბ დვალიშვილმა UFC-ის მატჩი ზედიზედ მეოთხედ მოიგო

ქართველმა სპორტსმენმა ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე გუსტავოლოპესი დაამარცხა. ლოპესმა ორთაბრძოლაში რეი ბორგი ჩაანაცვლა, რომელმაც მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ორთაბრძოლის ჩატარებაზე უარი თქვა. 

მატჩის ბოლოს დვალიშვილმა შემდეგი კვირის ორთაბრძოლისთვის შონ ომალიგამოიწვია.

„პატივს ვცემ ომალის. მაგრამ მინდა, რომ შევებრძოლო. მოდი, ეს გავაკეთოთ. მზად ვარ! მოდი, ყველას ვაჩვენოთ ნამდვილი ორთაბრძოლა!” – განაცხადა დვალიშვილმა.