პრემიერი-საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ეხმაურება და პარლამენტის თითოეულ წევრს ამ შედეგს ულოცავს.

„პირველ რიგში, მინდა, თითოეულ პარლამენტარს მივულოცო ეს შედეგი, ყველას, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა, ვინც შეძლო ქვეყნის ინტერესები მის პირად, ეგოისტურ ინტერესებსზე მაღლა დაეყენებინა.

საკონსტიტუცციო ცვლილებები, რომელიც ჩვენ გვაახლოებს უფრო პროპორციულ და საბოლოო ჯამში, პროპორიციულ საარჩევნო სისტემასთან, ჩემთვის პირადად ნიშნავს რამდენიმე სერიოზულ მიღწევას. პირველ რიგში, ეს არის შეუბრუნებელი პროცესი, რომელზეც ქართული, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა 90-იანი წლებიდან ოცნებობდა და ეს ვერავინ გააკეთა, ეს შეძლო „ქართულმა ოცნებამ“.

რაც არ უნდა რთული ყოფილიყო, სახელისუფლო გუნდმა მოახდინა სრული მობილიზება და გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების და, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის, ჩვვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების შეუქცევადობის გამო. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, დღეს ყველამ ერთად დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაცია და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი, ამას მივეცით ჩვენ ახლა ხმა.

ვინც გარკვეული, ვიწროპოლიტიკური, ეგოისტური ინტერესებიდან ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა არ მისცა და ამას ამართლებს რაღაც აბსოლუტურად გაურკვეველი, კრიმინალური, უფრო მეტსაც ვიტყოდი, ქეისებით, ეს თავის გამართლება უბრალოდ არ იმუშავებს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე. კიდევ ერთხელ მინდა, ყველა იმ ადამიანს, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა, მივულოცო და მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით,  მთავრობა არჩევნების დასავლური, უმაღლესი სტანდარტით ჩატარებას უზრუნველყოფს და ამის შემდეგ ამომრჩევლის გადასაწყვეტია, ხმას ვის მისცემს.

„დღეს, ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა, რომ არჩევნები საქართველოში იყოს დემოკრატიული, სრულად გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს არჩევნების დასავლურ უმაღლეს სტანდარტებს, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, ეს არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. ამის შემდგომ უკვე ვის მისცემს ხმას ამომრჩეველი, როდესაც საარჩევნო ურნასთან აღმოჩნდება, ეს მისი გადასაწყვეტია. ერთადერთი, ჩვენ რაც გვამოძრავებს, მე რაც მამოძრავებს პირადად, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ“, – განაცადა პრემიერმა