რამდენი ვაკანტური ადგილია რუსთავის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა მისაღებად?!

  რუსთავის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა მისაღებად 400-ზე მეტი ვაკანტური ადგილია დარჩენილი – ამის შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

განათლების სამინისტროს ცნობით, მისაღები კონტიგენტის  რაოდენობა საქართველოს 80-მდე სკოლაში ,მათ შორის რუსთავის სკოლებში გაიზარდა.დამატებით ადგილებზე რეგისტრაცია დაინტერესებულ პირებს სარეგისტრაციო ბმულის registration.emis.ge-ს საშუალებით შეუძლიათ.

საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის ფარგლებში, მოქალაქეებს პირველკლასელების დარეგისტრირება დამატებულ თავისუფალ ადგილებზე 25 ივნისის ჩათვლით ექნებათ.  

მესამე ეტაპზე, 25 ივნისის ჩათვლით დარეგისტრირებული მოსწავლეების დოკუმენტაციის წარდგენის ვადად 5 ივლისი განისაზღვრა . დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.