როგორია მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა?!

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს დეჯახა. 

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

ავტოსაგზო შემთხვევის შედეგად დაშავებული 24 წლის ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში ” გადაიყვანა. 

როგორც TV4-ს კლინიკა “რუსთავში” განუცხადეს ახალგაზრდა ქალს ხელი აქვს მოტეხილი, სხვა დაზიანების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ. ამ დროისათვის პაციენტს სამედიცინო გამოკვლევები უტარდება