რუსთავის ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია იწყება

რუსთავის ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია დღეს, 12 ივნისს იწყება. ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 11 საათიდან. ოთხივე ასაკობრივ ჯგუფში ერთსადაიმავე დღეს ჩატარდება რეგისტრაცია და დასრულდება ამავე დღეს.

11საათიდან – 12 საათამდე 2-3 წლიანთა რეგისტრაცია (1210 ადგილი)

12საათიდან – 1 საათამდე 3-4 წლიანთა რეგისტრაცია (941 ადგილი)

1საათიდან – 2 საათამდე 4-5 წლიანთა რეგისტრაცია (114 ადგილი)

2საათიდან – 3 საათამდე  5-6 წლიანთა რეგისტრაცია (110 ადგილი)

13 ივნისს უკვე გამოქვეყნდება სიები ვინ რომელ სააღმზრდელო ბაღსა და ჯგუფში ჩაირიცხება.

ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ვინმე ვერ ჩაირიცხება ბაღში მეორე რეგისტრაცია გაიმართება 25 აგვისტოს იგივე პრინციპით.

დოკუმენტები მათთვის, ვინც ელექტრონულ რეგისტრაციას გაივლის: 


დაბადების მოწმობის ასლები;
ბავშვის 2 ფოტო;
ჯანმრთელობის ცნობა ( კორონავირუსის გამო კონკრეტულად ეს დოკუმენტი შეიძლება წარდგენილ იქნას 15 სექტემბრამდე);
ფაქტობრივ მისამართზე რეგისტრაციის ბარათი (რუსთავში რეგისტრირების მოწმობა);