რუსთავის თეატრის დასი უახლოეს პერიოდში რეპეტიციებს განაახლებს

რუსთავის თეატრის დასი უახლოეს პერიოდში რეპეტიციებს განაახლებს.თეატრში ახალი სპექტაკლის პრემიერისთვის მზადება დაიწყება.

 როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა Tv4-ს განუცხადა, თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობას ამავე სახელწოდების  პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე  „თეთრი ჟამი“  იწყებს . სპექტაკლის შინაარსი კი პანდემიას უკავშირდება. 

სოსო ნემსაძის განცხადებით ,რეპეტიციები უახლოეს პერიოდში დაიწყება და ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

მისივე ცნობით რეკომენდაციები ,რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ კულტურული ღონისძიებების გამართავსთან დაკავშირებით შეიმუშავა, შემოქმედებითი ჯგუფებისთვის რთულად დასაცავია, მაყურებლისთვის კი შედარებით მარტივი.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად,  დახურულ შენობებში ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე სოციალური დისტანციის დაცვის პირობით, 1 ადამიანის დაშვებაა შესაძლებელი. ასევე, შენობის შიგნით უნდა მოხდეს  სცენის, კულისების, დარბაზის მუდმივად დეზინფიცირდება.  რაც შეეხება მაყურებელს – რეკომენდაციების თანახმად, ღონისძიებაზე დასწრება სამედიცინო ნიღბითა და სოციალური დისტანციის დაცვით იქნება აუცილებელი.