რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში მოთავსებულ 8 პაციენტს COVID19 არ დაუდასტურდა

რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში ამ დროისთვის 10 ადამიანია მოთავსებული. მათ შორის 8 პაციენტს ადგილობრივმა სპეციალისტებმა ტესტი კოვიდ19-ზე უკვე აუღეს.

როგორც რუსთავის კოვიდის მიმღები ცენტრის ეპიდემიოლოგმა, მაია რაზმაძემ ტვ4-ს განუცხადა, რვავე ტესტის პასუხი უკვე ცნობილია და კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. პაციენტები დღის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებიდან გაეწერებიან. ექიმის ცნობით მათ თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია მიეცათ. ინფორმაციისთვის შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი PCR ტესტით არ დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც წითელი ხიდიდან გადმოიყვანეს და რომლის პასუხიც კოვიდ19-ზე სწრაფი ტესტით დადებითი იყო. 

რაც შეეხება დანარჩენ 2 პაციენტს,მათ ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშს დღის განმავლობაში აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. პასუხები 24 საათი განმავლობაში გახდება ცნობილი. 

ჯამში , რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში, 300-ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს, საიდანაც კორონავირუსი ორ მათგანს დაუდასტურდა.