რუსთავის 2020 წლის ბიუჯეტი 904 ათასი ლარით შემცირდა

 ქალაქ რუსთავის 2020 წლის ბიუჯეტი 904 ათასი ლარით შემცირდა. 

როგორც მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა განმარტა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დაზუსტდა რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის გათვალისწინებული ტრანსფერი და ტენდერებიდან დარჩენილი ეკონომიების გათვალისწინებით, 904,9 ათასი ლარით მისი შემცირება მოხდა .

ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, ქალაქში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩანაცვლება მოხდა.

კერძოდ, რუსთავის შემოსასვლელის პროექტის განხორციელების ნაცვლად ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება. ასევე, მუსიკალურის რეაბილიტაციის ნაცვლად, ფიროსმანის და მოდებაძის ქუჩებზე ტროტუარები მოეწყობა და მე-12 მკრ-ის პირველი ნომერის შიდა ეზოს მოპირკეთება განხორციელდება.

საერთო ჯამში, რუსთავის 2020 წლის ბიუჯეტი როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების ნაწილში 64 მლნ 341 ათას 200 ლარით განისაზღვრა.

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს და დადებითად შეაფასეს.