საქართველოში მიმდინარე წელს ყირიმ-კონგოს 10 შემთხვევა გამოვლინდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველოში ყირიმ-კონგოს 10 შემთხვევაა დადასტურებული.

მისივე თქმით, ინფექციურ კლინიკაში ერთი პაციენტი იმყოფება, რომელიც ყირიმ-კონგოს ცხელებით მკურნალობდა. პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკას მალე დატოვებს.

„ამ ეტაპზე გვყავს მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც უკვე გამოჯანმრთელებულია და ალბათ მალე კლინიკას დატოვებს. საეჭვო ყირიმ-კონგოზე შემოსული იყო რამდენიმე პაციენტი, რომლებთანაც გამოირიცხა ყირიმ-კონგოს დიაგნოზი და ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინიც დატოვებენ კლინიკას. ქვეყანაში ყირიმ-კონგოს მხოლოდ 10 დადასტურებული შემთხვევაა დღევანდელ დღემდე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.