სოციალური აქცია 7 წლის ნატალის დასახმარებლად

რუსთავის ცენტრალურ პარკში 7 წლის ნატალის დასახმარებლად აქცია-პერფომანსი გაიმართა. დღეს, აქ პატარას სიცოცხლის გადასარჩენად რუსთაველი ახალგაზრდები გაერთიანდნენ. სოციალური აქციის  მონაწილეები პლაკატებით გამოვიდნენ. სამომავლოდ ისინი, საქველმოქმედო ყუთებით ქალაქში გადაინაცვლებენ. აქცია სოციალური დისტანციის დაცვით გაიმართა.

შეგახსენებთ, 7 წლის ნატალი ბლიაძეს უმძიმესი დიაგნოზი ოსტეოგენული სარკომა დაუდგინდა, რომელიც სწრაფად პროგრესირდება. საჭიროა სასწრაფოდ გადაყვანილ იქნეს გერმანიაში ან ისრაელში სამკურნალოდ, რაც კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული.

ვრცელდება ოჯახის წევრების ანგარიშის ნომერი, სადაც სურვილის შემთხვევაში ქველმოქმედების გაღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

საბანკო რეკვიზიტები: № GE58LB0711173776535001 თინათინ ალადაშვილი(დედა) № GE95TB7767645064300011 თამარ ალადაშვილი(დეიდა).

ასევე, დარეკეთ ნებისმიერი ოპერატორიდან 0 901 700 177