„ღია ეთერის“ სპეციალური გამოშვება TV4-ზე 23-06-2020 (+ვიდეო)

„ღია ეთერი TV4-ზე“ –  რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 84 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა; 

დღეიდან რუსთავში კორონავირუსზე PCR ტესტების ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება;

რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა მუშაობა თითქმის 4 თვიანი პაუზის შემდეგ განაახლა. პარალელურად, რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია რუსთავის ციხეზე გათხრებს აგრძელებს. რა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები გაკეთდა რუსთავის ისტორიული ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რა რეკომენდაციების დაცვა მოეთხოვებათ მუზეუმებს?! 

გადაცემის მეორე ბლოკში: რა გამოწვევების წინაშე დადგა პანდემიის პირობებში ქვემო ქართლის რეგიონი და იმატა თუ არა მიმართვიანობამ ქვემო ქართლის სახალხო დამცველის ოფისში? რა პრობლემები გამოიკვეთა და როგორ მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატი კორონავირუსის პანდემიის დროს?! – “ღია ეთერის” კითხვებს სახალხო დამცველის გენდერის რეგიონული წარმომადგენელი ქვემო ქართლში, მარიამ გვიდიანი პასუხობს

რუსთავში დაბინძურებული ჰაერის საკითხი აქტუალობას არ კარგავს. ეს არის ქალაქი, რომელიც ჰაერის დაბინძურების კუთხით ლიდერობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის კონტინენტზე ინარჩუნებს. ჰაერის კუთხით არსებულ საკითხებში აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი “გავიგუდეთ”.  გარემოს დაცვის მიზნით,  მოძრაობამ რა ღონისძიებები და აქტივობები ჩაატარა და როგორია მათი სამომავლო გეგმები – “ღია ეთერთან” “გავიგუდეს“ წევრი თიკო მაღედანი საუბრობს

.

📢#გადაცემა "ღია ეთერი" მარიამ ხვედელიძესთან ერთად📢პანდემია ქვემო ქართლის რეგიონში – COVID19-ის გარშემო განვითარებული სიახლეები📢გადაცემის სტუმრები: სახალხო დამცველის გენდერის რეგიონული წარმომადგენელი ქვემო ქართლში, მარიამ გვიდიანი და სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფ “გავიგუდეს" წევრი, თიკო მაღედანი

Geplaatst door TV4.ge op Dinsdag 23 juni 2020