„ღია ეთერის“ სპეციალური გამოშვება TV4-ზე 25-06-2020 (+ვიდეო)

„ღია ეთერი TV4-ზე“ – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ორი საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე დღეში მთავრდება;

რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებული სამი პაციენტის ტესტის პასუხი “კოვიდ19”-ზე უარყოფითია;

რუსთავის ციხეზე მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიიცის მიერ აღმოჩენილი მნიშვნელოვანი არტეფაქტები ქალაქის მერმა დაათვალიერა და არქეოლოგიური ექსპედიის საქმიანობას ადგილზე გაეცნო;

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების ნაწილმა მოძრაობა შეაჩერა. გაჩერებულია დიდუბის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების ხაზი;

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა;

გადაცემის მეორე ბლოკში: საქართველოსა და ზოგადად მსოფლიოსთვის კორონავირუსის პანდემია ერთგვარ გამოცდად იქცა, რომელმაც განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა და ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური რიტმი სრულიად შეცვალა. COVID19-ად წოდებული ვირუსი, რომელიც თავდაპირველად ჩინეთში გამოჩნდა, სრულიად იდუმალი დაავადება იყო. რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა მედია, როგორც ინფორმაციის გამტარი და შესაბამისად, საზოგადოების მაკოორდინირებელი?! რა პრობლემებმა იჩინა თავი და რამდენად ეფექტურად გაუმკლავდა ქართული მასმედიის წარმომადგენლები ამ კრიზისულ სიტუაციას გაშუქების თვალსაზრისით? – “ღია ეთერის კითხვებს” მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი, სოფო გელავა პასუხობს;

სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურად ვრცელდება ფოტო-მასალები, სადაც ასახულია რომ კომპანია “ინტერტრანსის” მიკროავტობუსებში მოქალაქეები გადმოსაშლელი სკამებით ისევ სარგებლობენ. რა რეკომენდაციები გაიცა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან?! როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა რუსთავში და გაიზარდა თუ არა რუსთავის ცხელების ცენტრში მიმართვიანობა – “ღია ეთერის” კითხვებს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ბეგაშვილი პასუხობს;

.

📢#გადაცემა "ღია ეთერი" მარიამ ხვედელიძესთან ერთად📢პანდემია ქვემო ქართლის რეგიონში – COVID19-ის გარშემო განვითარებული სიახლეები📢გადაცემის სტუმრები: მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი, სოფო გელავა და რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ბეგაშვილი

Geplaatst door TV4.ge op Donderdag 25 juni 2020