30 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ივნისს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში კოდა, მუხათი, ვაშლოვანი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 19:00 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფელბში აღთაკლია, კარათაკლია, ფოლადაანთკარი, გაჩიანი, ყარაჯალარი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში გედაგდაღი, ზემო კარაბულახი, სალამალეიქი, უსეინქენდი, ახა და მიმდებარე სოფლებში, 13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში კუში, ოზნი, ბურნაშეთი და მიმდებარე სოფლებში, 14:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, კაპანახჩი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.