6 ივლისიდან ბოლნისის სოფელი მუშევანი გაიხსნება

ბოლნისის სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ორშაბათიდან, 6 ივლისიდან მოიხსნება.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

მუშევანი, კორონავირუსის გავრცელების გამო, 2020 წლის 25 აპრილს ჩაიკეტა.