ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე მამაკაცი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე მამაკაცი დაიღუპა – შემთხვევა თბილისში, თემქაზე მოხდა. ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.