გარდაბანში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გარდაბანში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 61-ს შეადგენს. ახალი შემთხვევებიდან ერთი სოფელ ყარაჯალარს უკავშირდება,სადაც ამ დროისთვის,  “კოვიდ 19″  37 პირს აქვს დადასტურებული.

გარდაბნიდან ლუგარში 27 პირის საკვლევი მასალა იყო გაგზავნილი, საიდანაც ვირუსული ინფექცია ხუთ პირს დაუდასტურდა. 

ამასთან, კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა სოფელ მარტყოფში,სადაც ამ დრომდე,ვირუსის დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.