მანქანასთან შეჯახების შედეგად დაიღუპა პირი, რომელიც “სქროლის” სკუტერს მართავდა

თბილისში, გმირთა მოედანზე, 30 ივლისის ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს “ტოიოტას” ტიპის ავტომანქანა და ელექტროსკუტერი შეეჯახნენ. გარდაცვლილია პირი, რომელიც “სქროლის” სკუტერს მართავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.