ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით ,საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა. სიტყვიერი კონფლიქტი ცოლ-ქმარს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ ქალის მეუღლე დააკავა.