რუსთავში კოვიდინფიცირებული 87 წლის ქალის კონტაქტები დადგენილია

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 87 წლის ქალის კონტაქტები დადგენილია. 

როგორც ბეგაშვილმა აღნიშნა. მოძიებულია კოვიდინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი 8 პირი, რომლებსაც კორონავირუსზე “პი-სი-არ” ტესტს ჩაუტარებენ. 

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდკვლევა კვლავ გრძელდება.

ინფორმაციისთვის, 87 წლის რუსთაველ ქალს კორონავირუსი დღეს დილით დაუდასტურდა. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ბინიდან გადაიყვანეს, როგორც რუსთავის ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგებმა TV4-ს განუცხადეს, 87 წლის ქალი ცენტრში მომატებული ტემპერატურის სიმპტომატიკით გადაიყვანეს. მას თანმხლები დაავადებები არ აქვს.