ყარაჯალარში აქციის მონაწილეებს პირბადეები დაურიგეს

ყარაჯალარში აქციის მონაწილეებს პირბადეები დაურიგეს. როგორც Tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სოფელში აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა პირბადეები დაურიგეს

გარდაბნის სოფელ ყარაჯალარის შესასვლელთან, ჩაკეტილი სოფლის მცხოვრებლები,სოფლის გახსნის მოთხოვნით, აქციას მართავენ. 

ადგილზე იმყოფებიან ასევე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,რომლებიც მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. 

სოფელ ყარაჯალარის მცხოვრებლების განცხადებით, სოფლის ჩაკეტვის გამო, ისინი სამუშაოს გარეშე დარჩნენ და შემოსავალი დაკარგეს. 

 

აქცია ყარაჯალარში-მოსახლეობამ სოფლის გახსნის მოთხოვნით აქცია გამართა

🔊🔉 Update: ყარაჯალარში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის შეთანხმება შედგა-ვრცლად https://bit.ly/30fFstP 🔊🔉ყარაჯალარში მოსახლეობა სოფლის გახსნის მოთხოვნით აქციას მართავს📢📢 ადგილზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან

Geplaatst door TV4.ge op Vrijdag 31 juli 2020