ავტომობილი მდინარეში გადავარდა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტია-უშგულის გზაზე ავტომობილი მდინარე მულხურაში გადავარდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული. ამ დროისთვის მდინარიდან მანქანის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.