უნდა დავიჭიროთ ბალანსი ინდუსტრიულ განვითარებასა და გარემოს დაცვას შორის-ეკონომიკის მინისტრი

ჩვენ უნდა დავიჭიროთ ძალიან სწორი, კარგი ბალანსი ინდუსტრიულ განვითარებასა და გარემოს დაბინძურებისგან დაცვას შორის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავას თქმით, მთავრობისთვის ძალიან მნიშვენლოვანია, განვითარდეს ქართული წარმოება და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, მათ შორის მძიმე მრეწველობის ინდუსტრიაშიც.

“მინდა მივულოცო ამ  ახალი პროექტის, საწარმოს მშენებლობის დაწყება, “აჭარა ტექსტილს” ,თურქ ინვესტორებს,  ვინც უკვე ათ წელიწადზე მეტია დიდებულ ქართულ საქმეს აკეთებენ საქართველოში,დასავლეთში მსხვილ სამ საწარმოს ფლობენ, ასაქმებენ 3 500 ადამიანს ,ამას შეემატება კიდევ ქართული ტექსტილი ,სადაც 3 000 ჩვენი თანამემამულე დასაქმდება. 

ეს არის შესანიშნავი პროექტი, მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელის საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაში შეიტანს თავის წვლილს,სახელმწიფო გვერდში უდგას მსგავს პროექტებს.  

“აჭარა ტექსტილის” მოღვაწეობის შედეგად ბევრმა ქვეყანამ გაიცნო საქართველო, ისინი თანამშრომლობენ ცნობილ მსოფლიო  ბრენდებთან წლების მანძილზე, შეგვიძლია ვთქვათ,რომ არაერთი ცნობილი მსოფლიო სპორტსმენი ატარებს საქართველოში შეკერილ ფორმას. 

სწორედ ეს კომპანია გამოგვეხმაურა პირველი,როცა პანდემია იწყებოდა და განსაკუთრებით ვზრუნავდით,რომ არ ეგრძნოთ მოქალაქეებს პირბადეების დეფიციტი,”აჭარა ტექსტილი” პირველი  ჩაერთო და 3 000 000 პირბადე შეკერა,როცა ეს მნიშვნელოვანი იყო. მადლობა ინვესტორებს. ველით, რომ ამოქმედდება საწარმო და 3 000 ადამიანი დასაქმდება”-განაცხადა თურნავამ