გაიმართება თუ არა რუსთავქალაქობა წელს?!

რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, გეგი ლიპარტელიანის განცხადებით, დადგენილი რეგულაციების პარალელურად, წელს რუსთავქალაქობა გაიმართება. 

გეგი ლიპარტელიანის თქმით, ამ ეტაპზე ფორმატის შემუშავება მიმდინარეობს, თუ როგორ შეიძლება ქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიების გამართვა. მისივე თქმით, ღონისძიების ფორმატის შესახებ ინფორმაცია უახლოეს 2-3 კვირაში გახდება ცნობილი.

“სექტემბერში როგორც წესი იცით იმართება რუსთავქალაქობა, შესაბამისად, უკვე დავიწყეთ ფიქრი შეზღუდვების შესაბამის ფორმატზე, თუ როგორ შეიძლება გაიმართოს რუსთავქალაქობა და ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში იქნება ცნობილი.

ყველა შესაძლებელი ფორმა, რაც შეიძლება იყოს ეს არის გარე ღონისძიება, რა თქმა უნდა, რეკომენდაციების გათვალისწინებით, თუ სხვადასხვა კონკურსები და ასე ვთქვათ, თამაშობები, რომლებიც შეიძლება იყოს დასაშვები ყველა ვარიანტი იქნება განხილული და შესაბამისად გამოყენებულიც,” – განაცხადა გეგი ლიპარტელიანმა.

როგორც სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის თუ რა რაოდენობის თანხა გამოიყოფა რუსთავქალაქობის გასამართად.