გარემოს დაცვის მინისტრი ჯგუფის “გავიგუდეთ” წევრებს შეხვდა

“სამინისტროს ინტერესშია პარლამენტმა კანონპროექტის შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს”-გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამოქალაქო აქტივისტების „გავიგუდე“-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის მიერ მოწონებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის შესახებ   პარლამენტში განხილვის დაჩქარების საკითხი განიხილეს.

„გავიგუდე“-ს წარმომადგენლებმა იმ რისკებზე ისაუბრეს, რასაც კანონპროექტის საშემოდგომო სესიაზე განხილვა გამოიწვევს.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მოხდეს და მისი მიღება დაჩქარდეს.