ვინ არის და რა გამოცდილება აქვს “ქართული ოცნების” რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატს ?!

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე იქნება. 

Tv4-მა კანდიდატის შესახებ ინფორმაცია მოიძია.  როგორც ცნობილი ხდება “ქართული ოცნების” მაჟორიტარი  კანდიდატი რუსთავში თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრია.

რაც შეეხება სხვა ინფორმაციას:

დაბადების თარიღი: 14.06.1985

საგანმანათლებო დაწესებულება:  

09.2014 – დღემდე, – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო, საჯარო მმართველობა, ბიზნეს ინჟინერინგი

დოქტორანტი

09.2012 /07.2014  – ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, საბანკო საქმე, მაგისტრი.

09.2002 /06.2006 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო,

სოციალური მეცნიერებები.

ბაკალავრი

სამუშაო/პოზიცია 

2017 – დღემდე – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი

2016 /2017 – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია –  ადმინისტრაციის საორგანიზაციო  სამსახურის უფროსი

05.2016 /09.2016 – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია – ადმინისტრაციის საორგანიზაციო  სამსახურის უფროსის მოვალეობის  შემსრულებელი

02.2016 /05.2016 –  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო  სამსაური – უფროსის მოადგილის მოვალეობის  შემსრულებელი

02.2015 /02.2016 –  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია –  მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის (განყოფილება)  უფროსი

12.2009 /03.2013 –  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  მერიის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის (განყოფილების)  მთავარი სპეციალისტი

11.2008/ 12.2009 – ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მომსახურების   ცენტრის (განყოფილების)  კონსულტანტი

აქტივობა: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი. ისნის რაიონის მაჟორიტარი ( ისანი/ნავთლუღი)