თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილის მოსახლეობამ აქცია გამართა

UPDATE: როგორც TV4-ს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განუცხადეს ხვალ საქართველოს მელიორაციის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში მხრეეების წყლის მიწოდების გრაფიკთან დაკავშირებით იმსჯელებენ და საკითხს ერთობლივად გადაწყვეტენ.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილის მოსახლეობამ სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდების მოთხოვნით აქცია გამართა. 

ადგილობრივების ცნობით, წყლის არ ქონის გამო მათ მოსავალი, თითქმის, გაუნადგურდათ.  მოსახლეობა წყლის პრობლემას მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის დასახმარებლად წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას უკავშირებს.

სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის – “ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე” ფარგლებში, სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები მელიორაციის გადასახადისგან თავისუფლდებიან. მოსახლეობის ცნობით, მას შემდეგ, რაც ეს ხელშეკრულება დაიდო, მათ წყალი 10-დღიანი ინტერვალით მიეწოდებათ. მათი თქმით, 10-დღიანი ინტერვალი მოსავლის შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის და თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება, ისინი მოსავლის გარეშე დარჩებიან.

ადგილობრივების ცნობით, სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სხვა არაერთ სოფელშიც მწვავედ დგას. 

 

ფოტო – Formulanews.ge