მაშველებმა მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, სამტრედიაში, მდინარე რიონში, 72 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ასაკოვანი მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. ოჯახის ცნობით, მამაკაცი სახლიდან 9 ივლისს, საღამოს  გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ. მოგვიანებით, კაცის ტანსაცმელი მდინარე რიონის სანაპიროზე იპოვეს, რის შემდეგაც სამძებრო სამუშაოები მდინარეში დაიწყო.

სამძებრო სამუშაოებში  ჩართული იყო  სამტრედიისა და ქუთაისის სამაშველო ბრიგადები.