მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კორონავირუსის შედეგად, მსოფლიოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის არის ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსის 55 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აშშ-ში პანდემიას 129 000-ზე მეტი ადმიანი ემსხვერპლა.

ინფიცირებულთა რიცხვით მეორე ადგილზე ბრაზილია, სადაც ვირუსი 1,5 მილიონ მოქალაქეს დაუდასტურდა.